Saturday, April 16, 2016
mesame dre
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი მაია ფანქველაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი ქ. ხაშური, სოფელი სატივე
სკოლა სოფელ სატივის საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
პროექტის სრული დასახელება ჟუჟუნა წვიმა მოვიდა
პროექტის შინაარსი
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემასთან დაკავშრებით შევისწავლით წვიმის, როგორც ცალკეული ბუნებრივი
მოვლენის მნიშვნელობას, ვისაუბრებთ წყლის ციკლის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნება წვიმა, რამდენი სახისაა იგი ასევე ვისაუბრებთ მის დადებით და უარყოფით შედეგებზე.
აქტივობები:
• თემასთან დაკავშირებით მოვაწყობთ იმპროვიზირებულ სცენას თუ როგორ ვემზადებით წვიმისთვის. (რესურსები: ქოლგა, საწვიმარი ლაბადა, რეზინის ფეხსაცმელი).
• ვსაუბრობთ წვიმის დადებით და უარყოფით სახეებზე ილუსტრაციების მიხედვით. ბავშვები თვითონ მსჯელობენ და აღმოაჩენენ მათ.
• ერთ-ერთი წვიმიანი დღის აღწერა.
• ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს წვიმიანი ამინდი ადამიანის ხასიათზე.
• ვაკეთებთ ამინდის საათს.
საგანი/საგნები
ბუნება, ქართული ენა.
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური, მესამე კლასი
პროექტის განხორციელების დრო
რვა 45წთ-იანი გაკვეთილი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment