Sunday, April 24, 2016

ეექვსე დღე

ამ მოდულმა  დამანახა   როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის  პროცესში     ჩავდგე  მოსწავლის  როლშიდა   ისე  მივცე  მიმართულება.შევქმენი პრეზენტაცია, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს მიმართულებას მისცემს, თუ როგორ შექმნას პრეზენტაცია და ასევე მოახდენს შეფასებას.

Saturday, April 23, 2016

მეხუთე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა     რუბრიკით  შემოწმება,   რითაც  მოსწავლეები  შეძლებენ შეფასებას. ბლოგზე ავტვირთეთ პრეზენტაცია. გავეცანით პოპულარულ საძიებო სისტემებს, როგორ დავიცვათ ინტერნეტის გამოყენების ეთიკური ნორმები და საავტორო უფლებები.

Sunday, April 17, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: განვიხილეთ

Saturday, April 16, 2016

mesame dre

სასწავლო პროექტის ავტორი სახელი, გვარი მაია ფანქველაშვილი ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი ქ. ხაშური, სოფელი სატივე სკოლა სოფელ სატივის საჯარო სკოლა პროექტის მონახაზი პროექტის დასახელება პროექტის სრული დასახელება ჟუჟუნა წვიმა მოვიდა პროექტის შინაარსი პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემასთან დაკავშრებით შევისწავლით წვიმის, როგორც ცალკეული ბუნებრივი მოვლენის მნიშვნელობას, ვისაუბრებთ წყლის ციკლის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნება წვიმა, რამდენი სახისაა იგი ასევე ვისაუბრებთ მის დადებით და უარყოფით შედეგებზე. აქტივობები: • თემასთან დაკავშირებით მოვაწყობთ იმპროვიზირებულ სცენას თუ როგორ ვემზადებით წვიმისთვის. (რესურსები: ქოლგა, საწვიმარი ლაბადა, რეზინის ფეხსაცმელი). • ვსაუბრობთ წვიმის დადებით და უარყოფით სახეებზე ილუსტრაციების მიხედვით. ბავშვები თვითონ მსჯელობენ და აღმოაჩენენ მათ. • ერთ-ერთი წვიმიანი დღის აღწერა. • ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს წვიმიანი ამინდი ადამიანის ხასიათზე. • ვაკეთებთ ამინდის საათს. საგანი/საგნები ბუნება, ქართული ენა. საფეხური/კლასი დაწყებითი საფეხური, მესამე კლასი პროექტის განხორციელების დრო რვა 45წთ-იანი გაკვეთილი.